„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე რუსთაველის გამზირზე მივიდა და იმ მოქალაქეებს შეხვდა, რომლებიც ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე დასწრებას გეგმავდნენ.
მამუკა მდინარაძემ მათ მიმართა, რომ აჯობებდა, დღეს დაშლილიყვნენ.
„არ ივარგებს, უმორჩილესად გთხოვთ, წავედით, დავიშალოთ, გთხოვთ, დამშვიდდით, დავიშალეთ. ხომ ხედავთ ყველაფერზე მიდიან, ყველაფერზე არიან წამსვლელები,“, - მიმართა მდინარაძემ მოქალაქეებს.
თბილისის მერიამ პარლამენტთან ნაძვის ხის საზეიმოდ ანთების ღონისძიება გადადო.