ფაშისტების გარდა არავის მოაფიქრდება კერძო კომპანიასთან აქციის ჩატარება მისი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მიზნით, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედთან“ საპროტესტო აქციების გამართვის შესახებ.
„წინაზე რომ მთავარი მოღალატეები - გახარიას პარტიის წარმომადგენლები, გამოუშვეს „ნაცებმა“ „იმედთან“. ამ ქვეყანაში ბედავენ, რომ მივიდნენ კერძო ტელეკომპანიასთან და მოითხოვონ სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა. ამასაც გვაჩვევენ ახლა. თავის დროზე „იმედში“ შევარდნენ ძალით, როცა ამის საშუალება ჰქონდათ და ეს იმაზე ნაკლები კი არ არის. უბრალოდ, ის ძალა არ აქვთ ახლა, თორემ შევარდებოდნენ კი არა, შეიძლება, მაშინდელზე უარესი ექნათ, რაც გააკეთეს 2007 წლის 7 ნოემბერს. რისი ძალაც აქვთ, უტიფრად მოდიან კერძო ტელეკომპანიასთან და აპროტესტებენ.
ხვდებიან კერძო ტელეკომპანიის წარმომადგენელს, მიდიან და მისი აზრის გამო, მისი დამოკიდებულების გამო, თან გამოხატვის თავისუფლებაზე ლაპარაკობენ, აბულინგებენ. ეს არის ფაშიზმი. ფაშიზმის თანამედროვე გამოხატულება, რომელმაც საქართველოში მათში გაშალა ფრთები, მაგრამ საბედნიეროდ, შედეგებზე ვერ გადიან. ისევე, როგორც ლენინის, ჰიტლერის და მიხეილ სააკაშვილის გარდა არავის მოუფიქრებია, რომ ბავშვებისთვის მოეწოდებინათ და სალომე ზურაბიშვილს მოაფიქრდა შემდეგ, პროტესტში ჩართვა”, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.