შსს-მ ნარკოდანაშაულისათვის ორი პირი დააკავა

შსს-მ ნარკოდანაშაულისათვის ორი პირი დააკავა

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, 1981 წელს დაბადებული, აზერბაიჯანის მოქალაქე ხეიალე ს. და 1980 წელს დაბადებული, თურქეთის მოქალაქე რიზა ი. ბათუმში, ხეიალე ს-ს დროებით საცხოვრებელ ბინაში დააკავეს.

სამართალდამცველებმა ხეიალე ს-ს პირადი ჩხრეკისას 70 აბი ნარკოტიკული საშუალება „ექსტაზი“ ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 11,83 გრ ნარკოტიკულ საშუალება მეტამფეტამინს შეიცავს, ხოლო რიზა ი-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებულია 2 აბი „ექსტაზი“, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 0,16 გრ ნარკოტიკულ საშუალება მეტამფეტამინს შეიცავს.

ნარკოლოგიურმა შემოწმებამ დაადგინა, რომ ხეიალე ს. დაკავებისას „ექსტაზი“-ს და მარიხუანის, ხოლო რიზა ი. „ექსტაზი“-ს ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

გამოძიება ხეიალე ს-ს მიმართ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით), ხოლო რიზა ი-ს მიმართ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით).