„ის სურათი, რაც ვიხილეთ, როცა სალომე ზურაბიშვილი ფეხზე წამოდგომით ცდილობს დონალდ ტრამპისთვის ხელის ჩამორთმევას, მაშინ როცა ტრამპი მისკენ ზურგით არის, გარკვეულწილად, სამარცხვინოც კი იყო“, - ამის შესახებ მედიასთან უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
მისი თქმით, რადიკალურმა ოპოზიციამაც პირდაპირ განაცხადა, რომ თავიანთი საქმე 20 იანვრამდე, ანუ, ტრამპის ინაუგურაციამდე უნდა მოასწრონ, რაშიც თბილისში, მთავარ პოლიტიკურ მოედანზე „მაიდნის“ მოწყობასა და ხელისუფლების ცვლილებას გულისხმობენ.
„ზურაბიშვილის ის სამწუთიანი საუბარიც ტრამპთან, [რისი ვიდეოც გავრცელდა], სიღრმისეული საკითხებისთვის საკმარისი არ მგონია რომ იყოს. სწორედ ამიტომ გამოხატავდა ზურაბიშვილის მიმიკა უიმედოობას. ჩვენთანაც, რადიკალურმა ოპოზიციამ პირდაპირ განაცხადა, რომ თავიანთი საქმე 20 იანვრამდე, ანუ, ტრამპის ინაუგურაციამდე უნდა მოასწრონ, რაშიც თბილისში, მთავარ პოლიტიკურ მოედანზე „მაიდნის“ მოწყობასა და ხელისუფლების ცვლილებას გულისხმობენ. ეს პროცესი ძალიან ჰგავს უკრაინის წარსულს, რამაც ამ ქვეყანას ძალიან მძიმე აწმყო - ომის ქარ-ცეცხლში გახვევა მოუტანა“, - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.