„ლელოც" არის „ნაცმოძრაობის" ერთ-ერთი განშტოება, რა ხელწერაც ჰქონდათ, იგივე ხელწერა აქვთ დღესაც, იგივე ბუნება, სულისკვეთება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც „ლელოს" წევრების ვიდეოჩანაწერს ეხებოდა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ასეთი გეგმები ვერ აღსრულდება.
„ერთი, რომ „ნაცმაიდანი" ჩავარდა და ეს არის სასოწარკვეთილების გამოხატულება და მეორე, ეს ყველაფერი მეტყველებს, რა თქმა უნდა, მათ ბუნებაზე. რასაც აკეთებდნენ ისინი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, „ლელოც" არის „ნაცმოძრაობის" ერთ-ერთი განშტოება, რა ხელწერაც ჰქონდათ, იგივე ხელწერა აქვთ დღესაც, იგივე ბუნება, სულისკვეთება და არავის უკვირს ასეთი ჩანაწერები, თუმცა ყველას შეგვიძლია დავპირდეთ, რომ ასეთი გეგმები ვერ აღსრულდება, არ უწერია არცერთ ასეთ გეგმას აღსრულება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.