ღია წერილი საქართველოს ე.წ. პრეზიდენტს

ღია წერილი საქართველოს ე.წ. პრეზიდენტს

სოციალური ქსელის მომხმარებელი, ლაშა გეგეჭკორი წერს.

წავიკითხე თქვენი მიმართვა,სადაც,პოლიციას, ჯარს,პოლიციას და საჯარო მოხელეებს დაუმორჩილებლობისაკენ მოუწოდეთ.

გპასუხობთ,რადგან ვარ საჯარო მოხელე.ვმუშაობ თბილისის მერიაში და ვამაყობ,რომ ვარ იმ გუნდის წევრი,რომლის კაპიტანი მეორე ვადით,კახი კალაძეა.

დიახ,მე ვარ ის მოქალაქე,რომელმაც 2018 წელს ხმა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მოგეცით.

ვიყავი იმ სპეცჯგუფის წევრი,რომელმაც საერთაშორისო სამხედრო მისიაში მყოფი ქართველი კონტიგენტის ხმის მიცემის უფლება უზრუნველყოკრაზანების ბუდეში.”

გაგახსენებთ,მადამ რომ პირველ ტურში მოგებული არჩევნები მეორე ტურში წააგეთ.

წააგეთ იმ ჯარში,რომლის მთავარსარდალიც ბრძანდებით და ამას ხშირად ამაყად იმეორებთ.

რატომ წააგეთ? არ გიპასუხებთ, “იმიტომ,” როგორც ეს,თქვენმა საპარლამენტო მდივანმა ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო ორგანოში განაცხადა და რაზეც თქვენ რეაქცია არ გქონიათ-არადა,უნდა გქონოდათ.

თქვენ მოახერხეთ,პირველ და მეორე ტურს შორის ქართულ ჯარზე გეთქვათ ისეთი ფრაზა,რომელსაც არ იკადრებდა არც ერთი ქვეყნის მთავარსარდალი.

(არ დავწერ,გახსენებაც არ მინდა.)

გაუგებარი ფრაზების თქმაში კი ნამდვილად ბრძანდებითმთავარსარდალი.”

მე გეტყვით,რატომ ხართ .. პრეზიდენტი.

პირველი მერცხალიუწოდეთ შსს აკადემიის ტაქტიკური მომზადების სამსახურის ინსტრუქტორს,რომელმაც დღეს წასვლაზე პატაკი დაწერა.

მახსოვს,თქვენ როგორ ჰკითხეთ აქციაზე სპეცრაზმელს-რამდენი რუბლი გადაგიხადეს,აქ რომ დგახარო.

გეკითხებით,თქვენ რამდენი ევრო გადაუხადეთ ამპირველ მერცხალს.”

.. ხართ,რადგან თქვენი ბუნდოვანი განცხადების გამო ორბელიანების სასახლესთან მოსულ თქვენს ამომრჩეველსაქ რატომ მომივარდით”-განუცხადეთ და ამ დროს იქვე თქვენს გვერდით სააკაშვილის მიერ მოკლული ბუტა რობაქიძის დედა იდგა.

.. ხართ,რადგან კონსტიტუციის დარღვევის გამო პარლამენტმა იმპიჩმენტი გამოგიცხადა და გადარჩინაციონალური მოძრაობისმხარდაჭერით.ვალში ხართ მათთან.თან ერთი მიზანი გამოძრავებთ-ქვეყნის აყირავება.

.. ხართ,რადგან პრეზიდენტის სასახლე,ჯერ საარჩევნო შტაბად აქციეთ,შემდეგ კი,ოპოზიციის მთავარ შტაბ-ბინად.

.. ხართ,რადგან გაგიხარდათ საგარეო უწყებიდან დიპლომატების წასვლა.

.. ხართ,რადგან გიხარიათ,როგორ აყენებენ დაზიანებებს პოლიციელებს.გიხარიათ,როგორ ანადგურებენ პარლამენტის შენობას,რომელიც სახელმწიფო საკუთრებაა.გიხარიათ,როგორ ნადგურდება თბილისის ქუჩებში მუნიციპალური საკუთრება.უფრო მეტიც,მოუწოდებთ მათ,რომ ეს არ შეაჩერონ.

.. ხართ,რადგან დღეს,სკოლის მოსწავლეებს საპროტესტო აქციებში მონაწილეობისკენ მოუწოდეთ და დღეს სკოლაში მისულს,მეოთხე კლასელი ბავშვები ეზოში პლაკატებით დამხვდა.

..ხართ,რადგან განაცხადეთ რომ ვადის გასვლის შემდეგ პოსტს და სასახლეს არ დატოვებთ.

მადამ, თქვენ ხართ უზურპატორი-ხელისუფლების მიტაცებას ცდილობთ.

მენდეთ,ჩვენ-თქვენი ამომრჩეველი ვუზრუნველყოფთ სასახლიდან თქვენს გამობრძანებას.

“non rex est lex,sed lex est re”

მეფე არ არის კანონი-ეს,კანონია მეფე!"