ირაკლი კობახიძე: მიტინგები იგეგმება ძალადობრივად და როდესაც სკოლის ბავშვები გინდა, რომ მიიყვანო ძალადობრივ მიტინგზე, ეს უბრალოდ არის ამორალური

ირაკლი კობახიძე: მიტინგები იგეგმება ძალადობრივად და როდესაც სკოლის ბავშვები გინდა, რომ მიიყვანო ძალადობრივ მიტინგზე, ეს უბრალოდ არის ამორალური

მიტინგები იგეგმება ძალადობრივად და როდესაც სკოლის ბავშვები გინდა, რომ მიიყვანო ძალადობრივ მიტინგზე, ეს უბრალოდ არის ამორალური, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე სალომე ზურაბიშვილის მიერ ფეისბუქზე გავრცელებული პოსტის შესახებ კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

პრემიერის თქმით, სალომე ზურაბიშვილს ცხოვრების არც ერთ ეტაპზე არ ჰქონია მორალი.

„ესენი არიან ამორალური ადამიანები. როცა ბავშვს რთავ პოლიტიკაში, როცა ბავშვი მიგყავს ძალადობრივ მიტინგზე, წინასწარ ხომ იციან, რომ მიტინგები იგეგმება ძალადობრივად და როდესაც სკოლის ბავშვები გინდა, რომ მიიყვანო ძალადობრივ მიტინგზე, ეს უბრალოდ არის ამორალური, თუმცა ამ ქალბატონს, როგორც გაირკვა, არასდროს, ცხოვრების არც ერთ ეტაპზე არ ჰქონია მორალი, არავითარი თვალსაზრისით და დღესაც ავლენს საკუთარ ამორალურობას. მადლობა ღმერთს, რომ პრეზიდენტის პოსტზე, ფორმალურად, მაგრამ როგორც არის, მას აქვს დარჩენილი ზუსტად ოთხი პარასკევი", - განაცხადა პრემიერმა.