„ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა მედიასთან საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესი მიმოიხილა.
დავით ქართველიშვილმა ისაუბრა საპროტესტო აქციებზე, რომელიც რადიკალური ოპოზიციისა და მათი დამკვეთების ორგანიზებით მიმდინარეობს და აღნიშნა, რომ ეს ბრძოლა, რომელიც ჭეშმარიტი ღირებულებების ყალბთან დაპირისპირებას ასახავს, ქართველებთან ერთად, ევროპელებსაც და ამერიკელებსაც მოსაგები აქვთ.
„ჩვენი პრემიერ-მინისტრის გუშინდელ ბრიფინგზე გაიჟღერა ერთმა ფრაზამ, რომლის მიხედვითაც, ჩვენსა და ტრამპის ადმინისტრაციას შორის, ტექნიკური, არაფორმალური კომუნიკაცია მომხდარა და ეს ფორმატი გაგრძელდება ინაუგურაციამდე. ანუ, ის ფაქტი, რომ არ ველოდებით ტრამპის ინაუგურაციას და უკვე მიმდინარეობს ჩვენს ხელისუფლებასა და აშშ-ის მომავალ ადმინისტრაციას შორის საკომუნიკაციო გზავნილების გაცვლა, ეს ძალიან კარგია. ამიტომ, უნდა დაველოდოთ. სიტუაცია გამძაფრდება - წელს ახალი წლის საცივის ხასიათი და მოლოდინი არ გვექნება. ეს ბრძოლა და ომი უნდა მოვიგოთ, მათ შორის, ქართველებთან ერთად, ევროპელებმაც და ამერიკელებმაც, მაგრამ ჩვენ ჩვენი გვაინტერესებს, პირველ რიგში“, - აღნიშნა დავით ქართველიშვილმა.