მზად ვართ ნებისმიერი საჯარო, თუ არასაჯარო დისკუსიისთვის, თუ ვინმე დაგვიმტკიცებს, რომ რაიმე არასწორად გადავწყვიტეთ, ღია ვართ ნებისმიერი გადაწყვეტილებისთვის, მაგრამ თუ დავუმტკიცებთ ჩვენს სიმართლეს, კეთილი ინებონ და ეს სიმართლეც აღიარონ

მზად ვართ ნებისმიერი საჯარო, თუ არასაჯარო დისკუსიისთვის, თუ ვინმე დაგვიმტკიცებს, რომ რაიმე არასწორად გადავწყვიტეთ, ღია ვართ ნებისმიერი გადაწყვეტილებისთვის, მაგრამ თუ დავუმტკიცებთ ჩვენს სიმართლეს, კეთილი ინებონ და ეს სიმართლეც აღიარონ

ვთავაზობთ ყველას, რომ დაძლიონ ლიბერალურ-ფაშისტური ზეწოლა და ჩაერთონ საჯარო, ან არასაჯარო დისკუსიაში, ჩვენი მხრიდან არის სრული ღიაობა და მზაობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ხელისუფლების მხრიდან ანალოგიური შეთავაზება იყო რამდენიმე თვის წინაც, „გამჭვირვალობის შესახებ" კანონთან დაკავშირებით, თუმცა მაშინ მთელი ძალით ჩაერთო ლიბერალური ფაშიზმი და ადამიანებს არ მისცეს დისკუსიაში ჩართვის საშუალება.

„ჩვენ შევთავაზეთ ყველას, რომ ჩაერთონ საჯარო დისკუსიაში ჩვენთან ერთად. საჯაროში, არასაჯაროში, ნებისმიერი ფორმატისთვის მზად ვართ. იმდენად მყარია ჩვენი პოზიციები, მათ შორის, ამ საკითხთან დაკავშირებით, მზად ვართ, ღია ვართ ნებისმიერი საჯარო, თუ არასაჯარო დისკუსიისთვის.

ჩვენ ანალოგიური შეთავაზება გვქონდა რამდენიმე თვის წინაც, როცა საქმე ეხებოდა „გამჭვირვალობის შესახებ" კანონს, მაშინ ჩაერთო მთელი ლიბერალური ფაშიზმი და არც ერთ ახალგაზრდას, არც ერთ ადამიანს არ მისცეს დისკუსიაში ჩართვის საშუალება. ვნახოთ ახლა როგორ იქნება. კიდევ ერთხელ ვთავაზობთ ყველას, რომ დაძლიონ ლიბერალურ-ფაშისტური ზეწოლა და ჩაერთონ საჯარო, ან არასაჯარო დისკუსიაში. ჩვენი მხრიდან არის სრული ღიაობა, სრული მზაობა. თუ ვინმე დაგვიმტკიცებს, რომ რაიმე არასწორად გადავწყვიტეთ, აბსოლუტურად ღია ვართ ნებისმიერი გადაწყვეტილებისთვის, მაგრამ მეორე მხრიდანაც ველით იმის მზაობას, რომ თუ დავუმტკიცებთ ჩვენს სიმართლეს, კეთილი ინებონ და ეს სიმართლეც აღიარონ, ეს არის ჩვენი აბსოლუტურად გულწრფელი დამოკიდებულება,"- განაცხადა პრემიერმა.