პოლიტოლოგი გლენ დისენი: საქართველოში საპროტესტო აქციას მშვიდობიანს უწოდებენ, ხოლო აშშ-ში მას

პოლიტოლოგი გლენ დისენი: საქართველოში საპროტესტო აქციას მშვიდობიანს უწოდებენ, ხოლო აშშ-ში მას "აჯანყების" იარლიყს მიაკრავდნენ

პოლიტოლოგი გლენ დისენი სოციალურ ქსელ X-ში საქართველოში მიმდინარე ამბებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მედია საპროტესტო აქციებს მშვიდობიანს უწოდებს, ხოლო ასეთი მიტინგი აშშ-ში რომ ყოფილიყო, მას "აჯანყების" იარლიყს მიაკრავდნენ.

"საქართველოში პარლამენტთან მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს პოლიციას. მედია მას "მშვიდობიან საპროტესტო აქციას" უწოდებს, მაგრამ ეს, რომ აშშ-ში მომხდარიყო, მას "აჯანყების" იარლიყს მიაკრავდნენ".

როგორც პოლიტოლოგი აღნიშნავს, ევროკავშირი აგრძელებს რეჟიმის ცვლილების მხარდაჭერას იმის მტკიცებით, რომ ის "დგას საქართველოს ხალხის გვერდით", მაგრამ საქართველოს ხალხმა ხმა მისცა ეროვნულ არჩევნებში.

დისენი საქართველოში 26 ოქტომბერს გამართულ არჩევნებსა შეეხო და ევროკავშირი მის ჩარევაში დაადანაშაულა. "ეს არის საშიში არჩევნებში ჩარევა, რომელიც ევროკავშირის დისკრედიტაციას მოახდენს წლების განმავლობაში. თუმცა, დღეს ევროკავშირის ნარატივი უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე საღი აზრი", - დასძინა მან.