ჰოლივუდის ამერიკელი ვარსკვლავი, მსახიობი სკარლეტ იოჰანსონი, რომელიც პრიალაყდიან ჟურნალებსა და ეკრანზე ბრწყინავს და მილიონობით თაყვანისმცემელს უჩქროლებს გულს, თურმე სინამდვილეში სულაც არ გახლავთ ისეთი თვალისმომჭრელი ლამაზმანი, როგორსაც საზოგადოება იცნობს.
რამდენიმე დღის წინ, ქუჩაში გამოსული მსახიობი პაპარაცებმა დააფიქსირეს, თუმცა მისი ცნობა ძნელი აღმოჩნდა - საკმაოდ უბრალოდ ჩაცმულ იოჰანსონს ერთობ შელახული სახე ჰქონდა და უმაკიაჟოდ სულაც არ ჰგავდა ჰოლივუდის ქალღმერთს, რომლის იმიჯითაც შამპანურს უწევდა რეკლამას.
მაგრამ, უნდა ითქვას, რომ შეუღებავი უფრო პატარა ასაკის გეგონებოდათ, ვიდრე სინამდვილეშია. ვარცხნილობაც საკმაოდ დაუდევარი ჰქონდა.
საყოველთაოდ ცნობილი ამბავია, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავები, ხშირ შემთხვევაში, სულაც არ არიან ისეთი ლამაზმანები, როგორადაც საზოგადოებას აჩვენებენ თავს. თუმცა, მათი პოპულარობა ხშირ შემთხვევაში, ბევრს აკრავს თვალებზე ლიბრს.
atb.ge