დავით მათიკაშვილი: ცდილობენ, მოატყუონ საზოგადოება, ამ მოტყუებულ საზოგადოებას თავში ჩაუყენონ ეგზალტირებული, ამისათვის მომზადებული რადიკალების ჯგუფი

დავით მათიკაშვილი: ცდილობენ, მოატყუონ საზოგადოება, ამ მოტყუებულ საზოგადოებას თავში ჩაუყენონ ეგზალტირებული, ამისათვის მომზადებული რადიკალების ჯგუფი

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი რუსთაველის გამზირზე ბოლო დღეებში მიმდინარე მოვლენებს აფასებს.

„ცდილობენ, მოატყუონ საზოგადოება, ამ მოტყუებულ საზოგადოებას თავში ჩაუყენონ ეგზალტირებული, ამისათვის მომზადებული რადიკალების ჯგუფი, რომლებიც არ ერიდებიან არაფერს, ძალადობენ პოლიციაზე, ცდილობენ, გადაწვან საქართველოს პარლამენტის შენობა. რაც ყველაზე მთავარია, ამ ყველაფრის უკან დგას ტყუილი”, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

საპროტესტო აქცია პარლამენტის შენობასთან 2 დეკემბრის ღამითაც გაიმართა.

შსს-ს განცხადებით, აქციის მონაწილეების ძალადობრივი ქმედებების შედეგად, 1-2 დეკემბერს სამინისტროს 21 თანამშრომელი დაშავდა.