ლევან ჭოტორლიშვილი: არანაირი პროცედურა არ ითვალისწინებს სალომე ზურაბიშვილისთვის საპრეზიდენტო ვადის გახანგრძლივებას. საქართველოს კონსტიტუციაში გაწერილია, თუ როგორ ირჩევა პრეზიდენტი და მას ვადა ეწურება

ლევან ჭოტორლიშვილი: არანაირი პროცედურა არ ითვალისწინებს სალომე ზურაბიშვილისთვის საპრეზიდენტო ვადის გახანგრძლივებას. საქართველოს კონსტიტუციაში გაწერილია, თუ როგორ ირჩევა პრეზიდენტი და მას ვადა ეწურება

არანაირი პროცედურა არ ითვალისწინებს სალომე ზურაბიშვილისთვის საპრეზიდენტო ვადის გახანგრძლივებას. საქართველოს კონსტიტუციაში გაწერილია, თუ როგორ ირჩევა პრეზიდენტი და მას ვადა ეწურება, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პოლონეთიდან ჩართვისას პოლიტოლოგმა, ლევან ჭოტორლიშვილმა.

იგი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადებასაც შეეხო.

„მე უფრო მაღელვებს იმ ხალხის ბედი, ვინც საპროტესტო აქციებში მონაწილეობს, რადგან აშკარაა, რომ ვერ ვიტყვით, იქ ყველა ან „ნაციონალია“ ან ყოფილი „ნაციონალი“. არის ბევრი წესიერი ადამიანი, რომელსაც გულწრფელად მიაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება იყო საქართველოსთვის ცუდი. ამ ხალხს როგორღაც უნდა ავუხსნათ, დაველაპარაკოთ. მე ასე მგონია. ყველაზე კარგი ის იქნება, თუ ეს ადამიანები ჩაეხსნებიან ამ კორუმპირებულ და დისკრედიტირებულ პოლიტიკურ პარტიებსა და პრეზიდენტს“, - აღნიშნა

მისივე თქმით, ბუნებრივია, რომ ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი არსებობს ქვეყანაში, თუმცა არაბუნებრივია ის, რომ მათი ხმები დისკრედიტირებულ პარტიებს მიაქვთ.