მიმდინარე პროცესი სამ ნაწილად შეგვიძლია დავყოთ: ერთი მხარე ეს არის პროცესი, რომელიც ხდება სალომე ზურაბიშვილთან და კომიკურ სახეს იღებს ზურაბიშვილთან შეკრებილი ფსევდო პოლიტიკური გარკვეული პროცესი, მეორე მხარე არის ის, რაც ხდება ქუჩაში, მესამე მხარე არის ის, რომ ზოგიერთი ელჩი გადადგა და საზოგადოება ფიქრობს არის თუ არა ეს რღვევის ნიშანი, - განაცხადა ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“
„რამდენიმე დღე ვფიქრობდი, რომ რატომ მოხდა ეს, რადგან ბევრად უფრო მწვავე განცხადებები გაუკეთებია ხელისუფლებას, ბევრად უფრო მწვავე კანონი მიუღია, შემდეგ ვივარაუდე, რომ რაღაცნაირად ეს ტრამპის მოსვლასთან ხომ არ არის დაკავშირებული. მოგეხსენებათ ტრამპი ქმნის რაღაც დეპარტამენტს და იგეგმებოდა პოლიტიკური ჭაობის დაშრობა. ამ თანამშრომლებმა და ზოგიერთმა ელჩმაც დაასწრო, ან შეეცადა დაესწრო ამ პროცესისთვის, ანუ მათ ისედაც უშვებდნენ სამსახურებიდან.
ახლა ხდება ერთი გლობალური პარადიგმიდან გადასვლა მეორე პარადიგმაში, რომელსაც შეიძლება დავარქვათ მულტიცენტრული, მულტიპოლარული სამყარო. ადამიანები, რომლებიც ახლა გარბიან, ან რჩებიან და არ ეთანხმებიან, ესენი არიან ძველი პარადიგმის წარმომადგენლები, ანუ ადამიანები, რომლებიც აზროვნებენ პარადიგმაში, სადაც სუვერენიტეტის ნაცვლად მთავარი არის გლობალური ღირებულებები“, - აღნიშნა ზაზა შათირიშვილმა.