სალომე ქოქიაშვილი: მგონია, რომ პირველ რიგში, ევროპა არის ადამიანი, როგორც ფასეულობა და თუ ჩვენ ადამიანებს არ ვუფრთხილდებით, მაინტერესებს, ის კონკრეტული ადამიანები სად მიდიან, თორემ მე ნამდვილად ევროპაში მივდივარ

სალომე ქოქიაშვილი: მგონია, რომ პირველ რიგში, ევროპა არის ადამიანი, როგორც ფასეულობა და თუ ჩვენ ადამიანებს არ ვუფრთხილდებით, მაინტერესებს, ის კონკრეტული ადამიანები სად მიდიან, თორემ მე ნამდვილად ევროპაში მივდივარ

პირველი არხის ჟურნალისტმა, სალომე ქოქიაშვილმა „იმედის კვირასთან“ ისაუბრა, თუ როგორ დაუპირისპირდა მას პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს ნინია კაკაბაძე.

„ჩვენი ტელევიზიის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე, 2 საათის განმავლობაში, ყველა გამოსვლა იყო პირდაპირ ეთერში და 2 საათის განმავლობაში, პირდაპირ ეთერში, ისინი ითხოვდნენ პირდაპირ ეთერს. ამის შემდეგ, როდესაც აქციის მონაწილეებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ უნდა გადაკეტილიყო გზა, ბუნებრივია, ჩავედით ქვემოთ და სადაც იყო მეგაფონი, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც იკავებდა ადგილს მეგაფონთან, მიკროფონით ვმუშაობდი და ესეც პირდაპირ ეთერში გადიოდა. ამ დროს ჩემს მიკროფონთან აღმოცენდა ქალბატონი ნინია კაკაბაძე.

ზოგადად, როდესაც ვმუშაობ-ხოლმე და ხელში მიკროფონი მიკავია, ვცდილობ, ზედმეტად კომუნიკაციაში არ შევიდე, თუმცა ამ შემთხვევაში იგი პირადად მომმართავდა მე. საკმაოდ შეურაცხმყოფელი ეპითეტებით და ცილისწამებით, რაზეც ვუპასუხე, რომ ეს იყო სიცრუე. შემდეგ, როდესაც მითხრა, რომ ვარ „ქართული ოცნების“ დაქირავებული მონა თუ ხელქვეითი, ვუთხარი, რომ ეს იყო სიცრუე. ვთქვი ასეთი ფრაზა, რომ მე არასდროს მიმიმართავს, მათ შორის არც „ქართული ოცნების“ დეპუტატებისთვის მესიჯებით, რომ დავსაქმებულიყავი, მაგალითად ბორდში. ალბათ, მას ეს ბოლო ფრაზა გულზე ძალიან მოხვდა, რის შემდეგაც სცადა, მიკროფონი წაერთმია. აცხადებდა, რომ ტყუილს ვამბობდი“, - განაცხადა ქოქიაშვილმა.

მისივე თქმით, გასული დღეების განმავლობაში იგი ყოველთვის ცდილობდა, დაეცვა ის ადამიანები, ვისაც აქციებზე რაიმე საფრთხე ემუქრებოდა. მან აღნიშნა, რომ ზემოთ აღნიშნული საუბრის შემდეგ გარს შემოეხვია კაკაბაძის მომხრეები, თუმცა მას არავინ გამოსარჩლებია.

„ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ შეკრებილ ადამიანთაგან არავის აზრად არ მოსვლია, რომ ერთ გოგოს ამდენი ადამიანი რომ შემომეხვია, ეს სიტუაცია გაენეიტრალებინა. ვგულისხმობ, აქციის მონაწილეებს.

მე კიდევ მგონია, რომ პირველ რიგში, ევროპა არის ადამიანი, როგორც ფასეულობა და თუ ჩვენ ადამიანებს არ ვუფრთხილდებით, მაინტერესებს, ის კონკრეტული ადამიანები სად მიდიან, თორემ მე ნამდვილად ევროპაში მივდივარ“, - დასძინა ქოქიაშვილმა.

ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე პირველი არხის ჟურნალისტს, სალომე ქოქიაშვილს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე თავს დაესხა.

ლაზი ვნახეთ, როგორ დაესხა თავს ამ ქალბატონს ვიღაც ალქაჯი. თანავუგრძნობ, მაგრამ რატომ გვგონია რომ საერთოდ სადმე უნდა წავიდეთ.
ყველანი უნდა დავრჩეთ საქართველოში. ქართველებად.
რატომ უნდა ვიცხოვროთ სხისი წესებით და სხვის მსგავსად. იმიტომ რომ ცოტანი ვართ?
თუ ასეთი განცხადებები ბულინგის შედეგია, კიდევ ერთხელ თანავუგრძნობ, თუ არა, დავფიქრდეთ. მანქურთბს რატომ უმდა მივბაძოთ და ვიღაცებს რატომ უნდა დავემსგავსოთ.
არ შეგეშიდეთ ქალბატონო, ალქაჯებს თავისი არსებობა თითონაც არ სჯერათ. თამაშობენ ალქაჯობას, ზოგი წარმატებით, ზოგიც უნიჭოდ, ქაჯურად.
1 თვის უკან