დავით ქართველიშვილი: რუსთაველზე განვითარებული მოვლენები ამ მარტივ მოცემულობებს - ამერიკის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას, უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებას, ვეღარ შეცვლიან

დავით ქართველიშვილი: რუსთაველზე განვითარებული მოვლენები ამ მარტივ მოცემულობებს - ამერიკის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას, უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებას, ვეღარ შეცვლიან

ერთი წამით არ გაიფიქროთ, რომ ხელისუფლების მხრიდან ადგილი აქვსუსუსურობას" თუგაურკვევლობას". იმ დოზებით მინიშნებები, რომელსაც ყოველდღიურად ვიგებთ - გააზრებისთვის სავსებით საკმარისია," -  წერსხალხის ძალისწევრი დავით ქართველიშვილი და რუსთაველზე მიმდინარე პროცესებს ეხმიანება. კერძოდ, ექსპერტი აღნიშნავს, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით მიმდინარეობს ტაქტიკური ბრძოლა და ხელისუფლებას საზოგადოების მხრიდან მეტი ნდობა სჭირდება.

დღეს უამრავი გზავნილი მივიღე მესეჯერით. ძირითადი პათოსი ეხებოდა საინფორმაციო დეფიციტს ხელისუფლების ქმედებებთან დაკავშირებით. იყო უამრავი დასტური იმისა, რომ საჭიროების შემთხვევაში, ჩვენიკონტრ-ცუნამი" სრულ მზადყოფნაშია. ამის საჭიროება არაა მეგობრებო. მიმდინარეობს ტაქტიკური ბრძოლა, რომლის ცალკეული ელემენტების გასაჯაროება მოწინააღმდეგის წისქვილს აამუშავებს. მეტი ნდობა და რწმენა - საჭადრაკო დაფაზე მათიჩაპაევის" წინააღმდეგ მოქმედებაშია მოყვანილი სულ სხვა ფიგურები.

ერთი წამით არ გაიფიქროთ, რომ ხელისუფლების მხრიდან ადგილი აქვსუსუსურობას" თუგაურკვევლობას". იმ დოზებით მინიშნებები, რომელსაც ყოველდღიურად ვიგებთ - გააზრებისთვის სავსებით საკმარისია. დღეს ერთ-ერთს ჰქონდა ადგილი პრემიერის ბრიფინგზე - აშშ- 47- პრეზიდენტის გუნდის წევრებთან შედგა არაფორმალური კომუნიკაცია და მორიგი უახლოეს მომავალშიც შედგება. თეთრი სახლის მომავალი ადმინისტრაცია ინფორმირებულია ხელისუფლების მიმდინარე და სამომავლო გეგმებზე.

რუსთაველზე განვითარებული მოვლენები ამ მარტივ მოცემულობებს - ამერიკის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას, უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებას, ვეღარ შეცვლიან. ამ პერიოდის ხორცშესხმამდე ჩვენ უბრალოდ გვმართებს ამ თავსმოხვეულ "ჩაპაევში" საკუთარი საჭადრაკო პარტია მოვიგოთ. და ეს პარტია უკვე ამოქმედებულია - მის ცალკეულ დეტალებს ჩვენ ამოვიცნობთ კიდეც და საჭიროების შემთხვევაში, განვმარტავთ, უბრალოდ  მეტი ნდობა და მეტი რწმენა.

ყოველდღიურად იმატებს სპეცსამსახურების წიაღში შემუშავებული კლასიკური ოპერატიული დეზინფორმაციის ოთხივე სახეობა - ისწავლეთ მათი ამოცნობა. გამოაგორეს ილონ მასკისგამანადგურებელი" ტვიტი? არ დაიზაროთ - შედით მის ოფიციალურ გვერდზე და დარწმუნდით, რომ ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს. აღშფოთებული რესპუბლიკელების სახელით შეშფოთებული განცხადებები შეგხვდათ? ვიცნობდეთ ამ ნეოკონების გვარებს: ჯო უილსონი, ლინდსი გრემი თუ ადამ კიზინგერი, რომლებიც ერთპარტიულობის მიუხედავად, ტრამპის გუნდის წევრებს არ წარმოადგენენ. გვახსოვდეს, რომ ჩვენიდაუძინებელი მეგობარი" ჯონ მაკკეინიც რესპუბლიკელი იყო.

მოკლედ, იმედი, რწმენა და ნდობა არ მოგიშალოთ უფალმა ღმერთმა. ვისაც სულიერი გაძლიერება გსურთ - მარხვა დაიწყეთ, თუ ჯერ არ დაგიწყიათ. თუ მარხულობთ, მაგრამ თქვენც იგივე გჭირდებათ - ლოცვა გააძლიერეთ. მათ შორის იმაზე, რომ ქვეყანაში არ ჰქონდეს ადგილი ძალადობას, პოლიტიკური მიზნებისთვისრიტუალურ მსხვერპლშეწირვას", გახლეჩილი ოჯახების პოლარიზებას და .. გვფარავდეს უფალი და დედა ღვთისმშობელი“ - წერს დავით ქართველიშვილი.