შალვა პაპუაშვილი: სამწუხაროდ, არაერთხელ დადასტურდა, რომ ევროინტეგრაციის გარკვეული ინსტრუმენტები გამოიყენება როგორც იარაღი საქართველოზე ზეწოლის განსახორციელებლად

შალვა პაპუაშვილი: სამწუხაროდ, არაერთხელ დადასტურდა, რომ ევროინტეგრაციის გარკვეული ინსტრუმენტები გამოიყენება როგორც იარაღი საქართველოზე ზეწოლის განსახორციელებლად

პირობად გვიყენებდნენ მოლაპარაკების გახსნისთვის სააკაშვილის გათავისუფლებას, რუსეთისთვის სანქციების დაწესებას. არც ერთს და არც მეორეს მოლაპარაკებების გახსნასთან და ევროინტეგრაციასთან კავშირი არ აქვს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ევროკავშირს ყველა წინაპირობა აქვს იმისთვის, რომ საქართველოსთან წევრობაზე მოლაპარაკებები გახსნას. მისივე თქმით, ევროინტეგრაციის გარკვეული ინსტრუმენტები გამოიყენება როგორც შანტაჟის იარაღად საქართველოს წინააღმდეგ, ეს კი საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციას აფერხებს.

„ჩვენ ვთქვით შემდეგი რამ - ჩვენ ვხედავთ, რომ სამწუხაროდ, არაერთხელ დადასტურდა, რომ ევროპული ინტეგრაციის გარკვეული ინსტრუმენტები გამოიყენება როგორც იარაღი საქართველოზე ზეწოლის განსახორციელებლად, პოლარიზაციის გასაღრმავებლად და საზოგადოების გასახლეჩად. ეს ვნახეთ ჩვენ, როდესაც 2022 წლის ივნისში კანდიდატის სტატუსის არ მონიჭება პირდაპირ იყო ამუნიციაში აღებული როგორც იარაღი იმისთვის, რომ ხელისუფლება არადემოკრატიული გზით შეეცვალათ. ნახეთ უცხოეთიდან დაფინანსებული ენჯეობის მხრიდან იგივე ხასიათის აქცია, რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ. საფუძველი იყოს კანდიდატის სტატუსის არ მონიჭება, ამით დაიღუპა ქვეყანა და ა.შ. შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ თავად ევროკომისიის შეფასებითვე საქართველო იყო მოლდოვაზე, უკრაინაზე ბონია-ჰერცეგოვინაზე წინ და უსამართლოდ არ მოგვანიჭეს სტატუსი და როცა ვკითხულობდით, თუ რა იყო მიზეზი სტატუსის არ მონიჭებისა, ვერ ვიღებდით ვერანაირ ლოგიკურ, გონივრულ ახსნას ამ გადაწყვეტილებისა, რაც გვიღრმავებს ეჭვს, რომ ასეთი სახით ინსტრუმენტებით ხდება მანიპულაცია საქართველოსთან მიმართებით. შეგახსენებთ, რომ ხელიწადნახევარი ოპოზიცია და ენჯეოები ბლოკავდნენ ყველაფერს, რაც დაკავშირებული იყოს 12 რეკომენდაციის შესრულებასთან; ბოიკოტირებდნენ სხდომებს, არ მონაწილეობდნენ ამ პროექტების შემუშავებაში, აყენებდნენ მხოლოდ ულტიმატუმებს, გარკვეული ენჯეოები წერდნენ უარყოფით დასკვნებს, რომ განხორციელებული რეფორმები მოთხოვნებს არ შეესაბამება, 2023 წლის დეკემბერში კი გავიგეთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სწორად გადადგა ნაბიჯები, შეასრულა რეკომენდაციები და კანდიდატის სტატუსი მივიღეთ. კანდიდატის სტატუსის მონიჭების შემდეგ ახალი თემა შემოვიდა, ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნისა, რომელიც ვნახეთ, რომ ასევე მანიპულაციურად გამოიყენება იმისთვის, რომ ისაუბრონ რა იმაზე, რაც მნიშვნელოვანია, არამედ ამას მიაბან პოლიტიკურ დღის წესრიგში მათთვის სასურველი საკითხები. პირობად გვიყენებდნენ მოლაპარაკების გახსნისთვის სააკაშვილის გათავისუფლებას, რუსეთისთვის სანქციების დაწესებას. არც ერთს და არც მეორეს მოლაპარაკებების გახსნასთან და ევროინტეგრაციასთან კავშირი არ აქვს. ზოგიერთი ქვეყნის წარმომადგენელი ამას იყენებს ინსტრუმენტად და გეუბნება, რომ თუ გინდა, რომ ჩემი თანხმობა გქონდეს, მაშინ მიხეილ სააკაშვილი გაათავისუფლე, დაუწესე სანქციები რუსეთს. მართალია ამათ კავშირი არ აქვს ევროკავშირთან ინტეგრაციასთან, მაგრამ თუ გინდა მხარი დავუჭირო მოლაპარაკებების გახსნას, [შეასრულე ეს]. ანუ გვეუბნებიან, რომ ეკონომიკა გავანადგუროთ, მოსახლეობის უსაფრთხოებას საფრთხე შევუქმნათ, იმით, რომ, რუსეთთან ღია სამხედრო დაპირისპირების რისკში შევიდეთ. ასე რომ ვნახეთ ის, რომ მოლაპარაკების თემა პოლიტიკური შანტაჟის, ზეწოლის იარაღად იქცა და ვთქვით, რომ ამის ფონზე, ეს არათუ ახალისებს და აჩქარებს ჩვენს ევროინტეგრაციას, პირიქით აფერხებს. ეს წარმოშობს პოლარიზაციას, განხეთქილებას, რასაც საბოლოო ჯამში ჩვენი ფოკუსი შინაარსობრივი, თემებიდან გადააქვს და გვაფერხებს ევროინტეგრაციაში. მოლაპარაკების საკითხის ყოველ ჯერზე პედალირება კი არ აჩქარებს ევროინტეგრაციას, არამედ აფერხებს, ვინაიდან ვხედავთ, რომ არიან ძალები, რომლებიც ამ თემას იყენებენ დამატებითი ბენეფიტების, შედეგების მისაღებად ევროინტეგრაციის მიღმა, ისეთი როგორიცაა სააკაშვილის გათავისუფლება სანქციების დაწესება. ერთადერთ სუბიექტი, რომელსაც შეუძლია მოლაპარაკების საკითხი გადაწყვიტოს, ეს არის თავად ევროკავშირი. ამის ყველა წინაპირობა არსებობს. ოქტომბერში, ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშითაც კი საქართველო უსწრებს უკრაინას ბევრი პარამეტრით, მოლდოვას, უსწრებს ბოსნია-ჰერცეგოვინას. მიუხედავად ამისა, ამ ქვეყნებთან მოლაპარაკების გახსნის გადაწყვეტილება მიღებულია და საქართველოსთან - არა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.