თამარ ჩიბურდანიძე: ოპოზიციამ თავისი სლოგანიდან „სარწმუნოება” უკვე ამოიღო. შემდეგი, რასაც ამოიღებენ, იქნება “ენა”

თამარ ჩიბურდანიძე: ოპოზიციამ თავისი სლოგანიდან „სარწმუნოება” უკვე ამოიღო. შემდეგი, რასაც ამოიღებენ, იქნება “ენა”

სახელმწიფო ენაზე შეტევა საჯაროდ ვერ მოასწრეს ნაცებმა, თუმცა, მოგვიანებით ამასაც შეძლებდნენ, რომ არა 2012 წელი. რაც ხდება დღეს, არის იმ პოლიტიკის გაგრძელება, რის უფლებასაც ქართველი ხალხი მათ არც ახლა მისცემს,” - წერს სოციალურ ქსელშიხალხის ძალისწევრი თამარ ჩიბურდანიძე და დასტურად საპროტესტო აქციებზე მომიტინგეების მიერ გამოყენებული სლოგანები მოჰყავს.

ჩიბურდანიძე აღნიშნავს, რომ რადიკალებმა თავიანთი რეალური ზრახვები გამოამჟღავნეს და ისინი არა დაკარგული ხმებისთვის იბრძვიან, არამედ უპირისპირდებიან რწმენას და ქართულ იდენტობას.

ვითომ დაკარგული ხმებისთვის და ევროპისთვისმებრძოლიოპოზიცია ნელ-ნელა რეალურ ზრახვებს აჩენს. ახალგაზრდები ისევ იმ ბანერებით და სლოგანებით გამოვიდნენ, რითაც წინა წლებში. ეს არის რეალური მიზეზი მათი აქციების და არა ვითომ დაკარგული ევროპელობა. „ენა, მამული, ერთობაკვლავ ძალაშია და კვლავ ოპოზიციის აქციების მთავარი სლოგანია.

სარწმუნოება უკვე ამოიღეს და შემდეგი, რასაც ამოიღებენ, იქნებაენა”. ქართულ ენას დიდი ხანია ემტერებიან და რომ დარჩენილიყვნენ ხელისუფლებაში, დარწმუნებული ვარ, უკვე ესეც განადგურებული ექნებოდათ. განა სააკაშვილს არ სურდა, საქართველოში ინგლისური ენა მეორე სახელმწიფო ენად გამოეცხადებინა?

განა მან არ შემოიღო ბაღებში და სკოლებში პირველივე კლასიდან უცხო ენის სავალდებულო სწავლება, რაც ანგრევს და ანადგურებს მშობლიურ ენას და რაც არ ხდება არც ერთ დემოკრატიულ სახელმწიფოში?

სახელმწიფო ენაზე შეტევა საჯაროდ ვერ მოასწრეს ნაცებმა, თუმცა, მოგვიანებით ამასაც შეძლებდნენ, რომ არა 2012 წელი. რაც ხდება დღეს, არის იმ პოლიტიკის გაგრძელება, რის უფლებასაც ქართველი ხალხი მათ არც ახლა მისცემს,” - წერს თამარ ჩიბურდანიძე.