საქართველოს ხელისუფლება საპროტესტო გამოსვლებში უცხოურ ორგანიზაციებს ადანაშაულებს, მაგრამ დამნაშავე თვითონ არიან. ისინი პრორუსობიდან საქართველოს რუსეთად გადაქცევაზე გადავიდნენ და ხალხი წინააღმდეგობას უწევს, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, დმიტრო კულება სოციალურ ქსელში წერს.
როგორც კულება აღნიშნავს, „უკრაინული სცენარის“ თავიდან აცილების მიზნით, ისინი ახლა უნდა დანებდნენ მომიტინგეების მოთხოვნებს.
„ისინი ამას თუ არ გააკეთებენ, პროტესტი გაიმარჯვებს, მათ არ უნდა მოუწოდონ რუსეთს მხარდაჭერისთვის. სიჯიუტე ყოველთვის არ წარმოადგენს ძალას – თუ ძალაუფლება და მოსკოვი საქართველოზე უფრო მნიშვნელოვანი არ არის“, – წერს დმიტრო კულება.