ოპოზიციის მხრიდან საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმის თემით მანიპულირებას ეხმიანება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე და განმართავს რას ნიშნავს სიების ჩახსნა და მანდატებზე უარის თქმა. ორივე შემთხვევაში, ექსპერტი დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია გადაწყვეტილების გაჭიანურებას შეეცდება, რათა საკუთარი უფლებამოსილება შექმნილი ვითარების შესაბამისად გამოიყენოს.
„ძალიან მოკლედ!
1. სიების ჩახსნა ნიშნავს ადგილმონაცვლეობის გაუქმებას ანუ, ნაციონალურმა მოძრაობამ თუ 16 კაცი გაიყვანა და პარლამენტისგან ამ უფლებამოსილცნობილმა თექვსმეტმა დეპუტატმა თქვა უარი, შემდეგი 16 ადამიანი ვეღარ შეძლებს ადგილმონაცვლეობას. სიები ჩახსნეს, ე.ი - 16 უფლებამოსილი პარლამენტარის შემდეგ აღარ არსებობს ახალი 16 კაცი.
●სიების ჩახსნა შესაძლებელია ცესკოზე მიმართვის საფუძველზე.
2. მანდატზე უარის თქმა ნიშნავს - საერთოდ უარს ამბობ პარლამენტარობაზე და პარლამენტის მიერ, საკუთარ უფლებამოსილებასა და პრივილეგიებზე.
● მანდატზე უარის თქმა შესაძლებელია მხოლოდ, პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე მიწერილი წერილის საფუძველზე.
P.S.
სიები ჩახსნეს და არ აღიარებენ პარლამენტის ლეგიტიმურობას ისეთივე „გრამოფონის" არიაა, როგორც 2020 წელს ჯერ უარს ამბობდნენ პარლამენტის პრივილეგიებზე და ბოლოს გაცდენილი სხდომების ანაზღაურებასაც ითხოვდნენ.
ანუ, დღეს პარლამენტის 61 ოპოზიციონერი წევრია, რომელთა უფლებამოსილების შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ მათი პაპუაშვილისადმი პირადი მიმართვის საფუძველზე.
P.P.S
დღეს გვყავს 61 ოპოზიციონერი, რომელიც უბრალოდ სიტუაციას ელოდება, რომ საკუთარი უფლებამოსილება გამოიყენოს შესაბამისად.
ასე რომ, თუ ვინმეს მანდატის დატოვება უნდა, დაწეროს განცხადება, არავინ უშლის.
მაგრამ, ვინ რას დაწერს, ეგ კინო ხომ ნანახი გვაქვს უკვე?!" - წერს ზურაბ ქადაგიძე.
ახლა რა ხდება? სიები სამივემ (ლელო, გვარამიახაბე-ბოკუ)ჩახსნა, მანდატებზეც ყველა მოითხოვს გაუქმებას, მაგრამ ოცნება არ გაუუქმებს და სალახანები გაზაფხულზე პარლამენტში შევლენ; მისი სამიზნე ივანიშვილის საძულველი გახარიაა; საკმარისია გახარიამ და მისმა პარტიელებმა დაწერონ განცხადებები მანდატების უარყოფაზე, რომ მეორე დღესვე დააკმაყოფილებენ :)) და სწორედ გახარია რომ არ წერს "მანდატი არ მინდაო" ამაზეა აჭრილი მდინარაძით დაწყებული ყველა ქოცი ...ილანძღებიან, იფურთხებიან
და სხვაც: არა ომს, არა ლგბტ პროპაგანდას, გვინდა გამჭვირვალობა ამაში სრულად ვეთანხმები ოცნებას, მაგრამ ამასთან ერთად მინდა არა კორუფციას (მდინარაძისა და ღარიბაშვილის სიმამრების პარპაში) არ მინდა ჩაწყობილი ტენდერები, ჩუმად გაჩუქებული სახელმწიფო ქონება ...
შეკითხვა: ქოცებმა მიიღეთ ყველაფერი რაც გინდოდათ (გარდა ოპო-ს პარლამენტში შესვლისა) არ შეიძლება, ხაბეზა და ვაშაძეზე მაღლა დადგეთ? კინკლაობისა და ბოღმის ნთხევის გარეშე ილაპარაკოთ?