ვისკონსინში, 10 წლის ბავშვმა პოლიციაში მათემატიკის დავალების შესრულებაში დახმარებისთვის დარეკა

ვისკონსინში, 10 წლის ბავშვმა პოლიციაში მათემატიკის დავალების შესრულებაში დახმარებისთვის დარეკა

ვისკონსინში, 10 წლის ბავშვმა პოლიციაში მათემატიკის დავალების შესრულებაში დახმარებისთვის დარეკა. UPI წერს.

როგორც სოციალურ ქსელში ქალაქ შავანოს შერიფის ოფისმა დაწერა, 911-ზე დისპეტჩერმა ზარს უპასუხა, სადაც 10 წლის ბავშვი მათემატიკის დავალებაში დახმარებას ითხოვდა.
ბავშვის თქმით, არც ოჯახის წევრები იყვნენ მათემატიკაში ძლიერები.

ოფისის მიერ გამოქვეყნებულ სტატუსში აღნიშნულია, რომ დისპეტჩერმა ბავშვს დახმარება შესთავაზა, თუმცა ბავშვის მიერ მიცემული დავალების შესრულება ვერც მან მოახერხა