საინფორმაციო პორტალის Daily Romania-ს ინფორმაციით, 30-მა პრო-ლგბტ არასამთავრობო ორგანიზაციამ რუმინეთის პარლამენტის პროევროპულ პარტიებს მიმართა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატ კალინ ჯეორჯესკუსა და ნაციონალისტურ პარტიებს ბოიკოტი გამოუცხადონ.
როგორც Daily Romania ამტკიცებს, ორგანიზაციები ფიქრობენ, რომ ჯეორჯესკუს ხელისუფლებაში მოსვლა ნიშნავს „ლგბტქ მოძრაობისა და ღირებულებების სიკვდილს“ რუმინეთში.
ცნობისთვის, რუმინეთში 24 ნოემბერს საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. რუმინეთის ცესკოს მიერ ბიულეტენების 100% დათვლის შემდეგ ხმათა 22,94% ჯეორჯესკუ ლიდერობს. მას ხმათა 19,18% ელენა ლასკონი მოსდევს. იმის გათვალისწინებით, რომ ვერცერთმა კანდიდატმა ხმათა 50% ვერ მოიპოვა, 8 დეკემბერს რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება.