ზეინ მალიკმა თავის კონცერტზე გარდაცვლილი ლიამ პეინის ხსოვნას პატივი მიაგო. "მიყვარხარ, ძმაო" — ეწერა ინგლისის ქალაქ ლიდსში ჩატარებული კონცერტის დიდ ეკრანზე.
მესიჯზე, რომელიც სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა, ლიამ პეინის დაბადებისა და გარდაცვალების წლებიც იყო მითითებული.
ზეინ მალიკის მუსიკალური ტური გასულ კვირას უნდა დაწყებულიყო შოტლანდიაში, ედინბურგში, თუმცა ლიამ პეინის დაკრძალვაზე მისასვლელად მომღერალმა ორი კონცერტი გააუქმა.
მალიკის საკონცერტო ტური ამერიკაშიც გადაიდო, რადგან ამ ტურის დაწყების თარიღი პეინის გარდაცვალებას დაემთხვა.
31 წლის ლიამ პეინი ოქტომბერში, არგენტინაში გარდაიცვალა.