ხავიერ ბარდემი სტივენ სპილბერგისა და მარტინ სკორსეზეს სერიალში მიიღებს მონაწილეობას

ხავიერ ბარდემი სტივენ სპილბერგისა და მარტინ სკორსეზეს სერიალში მიიღებს მონაწილეობას

ოსკაროსანი ხავიერ ბარდემი ახალ სერიალში იღებს მონაწილეობას, რომლის აღმასრულებელი პროდიუსერები, თავად ბარდემთან ერთად, მარტინ სკორსეზე და სტივენ სპილბერგი არიან.

Cape Fear-ს, რომელიც სკორსეზეს 1991 წლის ფილმზეა დაფუძნებული, სტრიმინგ პლატფორმა Apple TV+ იღებს და მისი ნახვა ექსკლუზიურად სწორედ მათ ვებსაიტზე იქნება შესაძლებელი.

Cape Fear ბედნიერად დაქორწინებული წყვილის, იურისტების ამანდა და სტივ ბაუდენების ისტორიას მოგვითხრობს, რომელთა ცხოვრებასაც რადიკალური ცვლილება ემუქრება მაქს კეიდის (ხავიერ ბარდემის პერსონაჟის) გამოჩენის შემდეგ. კეიდი ცნობილი სერიული მკვლელია მათი წარსულიდან, რომელიც ციხიდან გამოდის," — ვკითხულობთ სერიალის აღწერაში.

სერიალს 10 ეპიზოდი ექნება და, როგორც ამბობენ, "ამერიკის დანაშაულების შესახებ გადაღებული ფილმებით გატაცებას გამოიკვლევს."

Cape Fear-ის 1991 წლის ვერსიაში მთავარ როლებს რობერტ დე ნირო, ნიკ ნოლტი და ჯესიკა ლენჯი ასრულებენ. ფილმი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა — მისმა შემოსავალმა $182 მილიონი შეადგინა.