როგორც ვიცით, ქეით უინსლეტმა დიკაპრიოს პარტნიორობა გაუწია ჯეიმს კამერონის ლეგენდარულ ფილმში, ტიტანიკი. როუზის როლის შესრულებისთვის მან ოსკარიც კი აიღო. კარიერის მთავარი როლიდან 25 წელზე მეტი ხნის შემდეგ, ქეით უინსლეტი და ლეონარდო დიკაპრიო ერთმანეთს კვლავ გულშემატკივრობენ. უინსლეტის ახალი ფილმის, Lee-ს სპეციალურ ჩვენებაზე დიკაპრიომ მოკლე, მაგრამ გულწრფელ შესავალში მოიხსენია მსახიობი, როგორც მისი თაობის ერთ-ერთი უდიდესი ნიჭი.
"ქეით, ჩემო ძვირფასო მეგობარო, შენი გარდასახვა ამ ფილმში საოცარია. მე შენი ძალით, შენი იდენტობით, შენი ნიჭითა და შენი ვნებით აღფრთოვანებული ვარ" — განაცხადა ლეონარდომ
რეჟისორი ელენ კურასის ფილმში უინსლეტი მოდელის როლს ასრულებს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ფოტოგრაფი გახდა.
როგორც უინსლეტმა თქვა, Lee-ს გადაღებებმა მას ის ემოციები გაახსენა, რომელსაც ტიტანიკის გადაღებისას გრძნობდა. ეს ემოცია თავდაპირველად კომპოზიტორ ალექსანდრ დესპლატის დანახვამ მოჰგვარა. ცნობისთვის, კომპოზიტორი ორკესტრს ხელმძღვანელობდა ფილმის პარტიტურისთვის. თუმცა ის ერთადერთი არ იყო, ვისაც ქეითი გადასაღებ მოედანზე შეხვდა.
"გახსოვთ, როცა ტიტანიკი იძირება, მევიოლინე ფეხზე დგება, ამბობს: "მოდით, ბიჭებო!" და ვიოლინოზე დაკვრას იწყებს ? ვიცანი, რომ სწორედ ის იყო. გავოცდი. Lee-ს გადაღება მსგავსი შემთხვევებით სავსე იყო. ადამიანები, ვისთან ერთადაც ადრე ფილმში მითამაშია ან უბრალოდ დიდი ხანია ვიცნობ, ჩნდებოდნენ ჩემს წინ და ეს არაჩვეულებრივი იყო" — განაცხადა ქეითმა.