ტერფის ტკივილი ხშირად აწუხებთ იმ ადამიანებს, ვისაც დიდხანს უწევს ფეხზე დგომა ან ისეთი ფიზიკური აქტივობებით არიან დაკავებულნი, რომლის დროსაც კიდურების დაზიანების რისკი მაღალია. ტკივილი ტერფის არეში ძლიერდება მოძრაობის პერიოდში, რადგან ამ დროს მასზე დატვირთვა იზრდება. ტერფის ფართოდ გავრცელებული პრობლემებია:
● ბრტყელტერფიანობა;
● ტერფის ვალგუსური დეფორმაცია;
● აქილევსის მყესის ანთება;
● პლანტარული ფასციიტი და სხვ.
ამ დაავადებების პრევენციისთვის აუცილებელია ადრეული მკურნალობის დაწყება და საწყის ეტაპზე ტერფის კომპიუტერული დიაგნოსტიკის ჩატარება. ეს პროცესი ძირითადად ტარდება 3-4 წლის ასაკიდან. დიაგნოსტიკის ჩასატარებლად კი აუცილებელია, რომ ბავშვი მინიმუმ 20-21 კგ-ს იწონიდეს. თანამედროვე ტექნოლოგიებით ტერფის კომპიუტერული კვლევასა და სკანირებას უკვე წლებია გვთავაზობს კომპანია “ახალი ხედვის” ტერფის კლინიკა. ეს კვლევა მოიცავს პოდოსკანირებასა და ბაროპოდომეტრიას, რაც უძრავ და მოძრავ მდგომარეობაში ტერფის დიაგნოსტიკას გულისხმობს. ამ გამოკვლევის საფუძველზე იქმნება ტერფის სამგანზომილებიანი სურათი, რაც სწორი დიაგნოზის დასმის საშუალებას იძლევა. პოდოსკანირებისა და ბაროპოდომეტრიის საფუძველზე შესაძლებელია ინდივიდუალური ღაბაშის (სუპინატორის) დამზადება. სუპინატორების გამოყენება ძალიან ეფექტურია საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის პათოლოგიების კორექციისა და პროფილაქტიკის მიზნით. ტერფის დიაგნოსტიკაზე დეტალური ინფორმაციისთვის და პროცედურაზე ჩასაწერად შეგიძლიათ დარეკოთ: 032 2 18 25 38