ბალტიის ზღვაში ლიეტუვასა და შვედეთს შორის დამაკავშირებელი სატელეკომუნიკაციო კაბელი გაწყვიტეს

ბალტიის ზღვაში ლიეტუვასა და შვედეთს შორის დამაკავშირებელი სატელეკომუნიკაციო კაბელი გაწყვიტეს

უცნობმა პირებმა ბალტიის ზღვაში ლიეტუვას და შვედეთს შორის საკომუნიკაციო კაბელი გაწყვიტეს. ინფორმაციას ლიეტუვური მედია ავრცელებს.

სატელეკომუნიკაციო კაბელი კომპანია Telia-ს ეკუთვნის. როგორც კომპანიის ტექნიკური დირექტორი ანდრიუს შემეშკიავიჩუსი ამბობს, კაბელი უცნობი პირების მიერ არის გადაჭრილი.

მისი თქმით, ბალტიის ზღვაში სულ სამი ასეთი ტიპის კაბელია, რომელთა მეშვეობით ლიეტუვას ინტერნეტი მიეწოდება. ერთ-ერთი კაბელის გათიშვა ნიშნავს, რომ ინტერნეტის გამტარუნარიანობა მესამედით შემცირდა.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ ფინურმა კომპანია Cinia-მ განაცხადა, რომ უცნობმა ადამიანებმა მისი კაბელიც დააზიანეს, რომელიც ფინეთს გერმანიასთან ბალტიის ზღვის ფსკერით აკავშირებს.