ნიგერიელმა ექიმმა, რომლის ჰობიც ხატვაა, გინესის რეკორდი მოხსნა. მან 10,814 კვადრატული ფუტის ზომის ნახატი შექმნა. ინფორმაციას UPI ავრცელებს.
31 წლის ფოლა დევიდ-ტოლარამ ნახატი 5000 ადგილიან სტადიონზე შეასრულა. მან ამისთვის წყალგამძლე მარკერები და დიდი ზომის ტილოები გამოიყენა.