ისრაელი „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ ლიბანის ტერიტორიებზე იერიშებს განაგრძობს. ბეირუთზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ხანძარი გაჩნდა. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ინციდენტს სულ მცირე ორი ადამიანი ემსხვერპლა, ცხრა კი დაშავდა.
ლიბანის განათლების მინისტრმა განაცხადა, რომ ბეირუთში სკოლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ორი დღით დაიხურება.