ბერლინში უკრაინაში ომის დასრულების მოთხოვნით აქცია გაიმართა

ბერლინში უკრაინაში ომის დასრულების მოთხოვნით აქცია გაიმართა

გერმანიის დედაქალაქ ბერლინში უკრაინაში ომის დასრულების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.

ბერლინის ცენტრში მიტინგი რუსეთის ოპოზიციის მიერ იყო ორგანიზებული. ითქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მთელ რუსეთთან არ უნდა გაიგივდეს.

აქცია-მსვლელობის მთავარი ლოზუნგები იყო „არა პუტინს“, „არა ომს უკრაინაში“ და „თავისუფლება პოლიტპატიმრებს“. აქციის ორგანიზატორები იყვნენ რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის მეუღლე იულია ნავალნაია, ოპოზიციონერები ვლადიმერ კარა-მურზა და ილია იაშინი.