აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ვაჟი დონალდ ტრამპ უმცროსი ამერიკის მოქმედი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ უკრაინისთვის ამერიკული იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე ნებართვის გაცემის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
როგორც ტრამპის შვილმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, სამხედრო ინდუსტრიულ კომპლექსს სურს დარწმუნდეს, რომ ისინი მესამე მსოფლიო ომს მანამდე დაიწყებენ, სანამ მამამისს ექნება მშვიდობის დამყარებისა და სიცოცხლის გადარჩენის საშუალება.
„სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს, როგორც ჩანს, სურს დარწმუნდეს, რომ მესამე მსოფლიო ომი დაიწყება მანამ, სანამ მამაჩემს მშვიდობის დამყარებისა და სიცოცხლის გადარჩენის საშუალება ექნება. სამი მილიარდი დოლარის შოვნაა საჭირო. ეშმაკმაც დაწყევლოს ცხოვრება! იმბეცილებო!“, - დაწერა ტრამპმა უმცროსმა.
ცნობისთვის, გუშინ სააგენტო Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ბაიდენმა უკრაინას ნება მისცა, რომ მან ATACMS-ის ტიპის შორ მანძილზე მოქმედი ჭურვები რუსეთის კურსკის ოლქის დასაბომბად გამოიყენოს.