"დისტოპიური ქვეყანა" — ევა ლონგორია ხსნის, რატომ დატოვა აშშ

ევა ლონგორია შეუერთდა ვარსკვლავების მზარდ სიას, რომლებიც აშშ-ს სახლს აღარ ეძახიან. აშშ-დან წასვლის ტენდენცია ჰოლივუდში პანდემიის დროს დაიწყო და მწვავე პოლიტიკური ლანდშაფტის გამო დღემდე გრძელდება. ევა ლონგორია ერთ-ერთი ბოლოა მათ შორის ვინც განაცხადა, რომ ჩაალაგა ჩანთები და დატოვა ამერიკა. ლონგორიამ და მისმა ქმარმა, ხოსე ბასტონმა, გადაწყვიტეს შვილი ესპანეთში და მექსიკაში აღზარდონ. ეს გადაწყვეტილება მათთვის მარტივი მისაღები არ ყოფილა.

"მთელი ჩემი ზრდასრული ცხოვრება აქ მაქვს გატარებული, მაგრამ ამერიკაში ყველაფერი შეიცვალა. ეს პროცესი კოვიდამდე დაიწყო, თუმცა კოვიდის შემდეგ ძალიან შესამჩნევი გახდა. კალიფორნია საერთოდ აღარ მომწონს. ვგრძნობ, რომ ჩემს ცხოვრებაში ეს თავი დასრულდა " — განაცხადა სასოწარკვეთილი დიასახლისების ვარსკვლავმა.

მიუხედავად სამომავლო გეგმებისა, ლონგორიას ამერიკის ბედი მაინც ადარდებს. ის აქტიურად იყო ჩართული 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე კამალა ჰარისის მხარდამჭერ კამპანიაში და სურს, რომ ამერიკელების ცხოვრება უკეთესი გახდეს.

"მე ვიცი, რომ პრივილეგირებული ვარ, რადგან შემიძლია ავირჩიო რომელ ქვეყანაში მირჩევნია ცხოვრება. ამერიკელების უმეტესობას ეს არჩევანი ნამდვილად არ აქვთ. ისინი ამ დისტოპიურ ქვეყანაში არიან ჩარჩენილები და მე მათი ბედი მაღელვებს" — ამბობს ევა

ლონგორია არ არის ერთადერთი ცნობილი ადამიანი, რომელიც აშშ-ს დაემშვიდობა. ჯორჯ კლუნმა ცოტა ხნის წინ გაყიდა სახლი კალიფორნიაში და ოჯახთან ერთად ევროპაში გადავიდა საცხოვრებლად. ეს სატელევიზიო და კინოწარმოების სფეროს წარმომადგენლების "დიდი მიგრაციის" პროცესია. კალიფორნია ვერ უწევს კონკურენციას სხვა სახელმწიფოების საგადასახადო შეღავათებს, რამაც გამოიწვია კადრების მასიური შემცირება ამ სფეროებში. ცნობილ ადამიანებს ახლა შეუძლიათ იცხოვრონ ყველგან სადაც სურთ, რადგან ლოს-ანჯელესის სტუდიები ბოლო პერიოდში ნაკლებად გამოყენებადია. ეს არის ტენდენცია, რომელიც უახლოეს მომავალში ნამდვილად არ დასრულდება.