პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერმა, მარინ ლე პენმა განაცხადა, რომ პროკურატურა მისთვის „სასიკვდილო პოლიტიკური განაჩენის“ გამოტანას ითხოვს. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული ტელეარხი TF1 Info ავრცელებს.
პარიზის პროკურატურა სთხოვს სასამართლოს მარინ ლე პენი დამნაშავედ ცნოს ევროპარლამენტის თანხების გაფლანგვის საქმეზე. სახელმწიფო ბრალდება სასამართლოს სთხოვს ლე პენს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოს, რომელთაგან სამი იქნება პირობითი. თუ ასეთი განაჩენი დადგება, ლე პენი 2027 წელს დაგეგმილი საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
„მიზანი პოლიტიკურ ოპონენტზე თავდასხმაა. ჩემ გარდა, იმედს აერთმევენ ფრანგ ხალხს. ეს არის ძალადობრივი თავდასხმა დემოკრატიაზე. [...] პროკურატურა დამოუკიდებელი არ არის. ერთადერთი, რაც პროკურატურას აინტერესებდა, მარინ ლე პენის პოლიტიკური ცხოვრებიდან განდევნის მოთხოვნა იყო. სწორედ ჩემს პოლიტიკურ სიკვდილს ითხოვენ“, - აღნიშნა მარინ ლე პენმა.