საუკეთესოები ახალ ქართულ ფილმებს შორის

საუკეთესოები ახალ ქართულ ფილმებს შორის

ცოტა ხნის წინ, ქართველმა კინო–კრიტიკოსებმა ბოლო პერიოდში გადაღებული ქართული ფილმების რეიტინგი შეადგინეს. მოლოდინისამებრ, პირველ ადგილზე  ლევან კოღუაშვილის ფილმი, – “ქუჩის დღეები“ გავიდა. მეორე ადგილი დაიკავა  ფილმმა, “უშენოდ მგონი მოვკვდები“.

მესამე ადგილზეა ნამუშევარი - “რენე ჰოლივუდს მიემგზავრება“. მეოთხე ადგილს ფილმი - “სუსა“ დასჯერდა. მეხუთე ადგილი დაიკავა ფილმმა - “სეზონი“. რეიტინგში მეექვსე ადგილი ფილმს - “ომი და ქორწილი“ – ერგო. მეშვიდე ადგილზეა - “ოცნების ქალაქმა“. მერვე ადგილი - “მაიტა ნასოსს“ ერგო. ხოლო, მეცხრე ადგილი - “მესაათემ“ დაიკავა.

უფრო კონკრეტულად, ეს იმ ფილმების სია და ჩამონათვალია, რომელთა პრემიერაც 2010 წელს შედგა. რამდენად ობიექტური იყო ქართული ჟიური ფილმების შეფასებისას, ეს თავად განსაჯეთ.