ინგრედიენტები
1 ცალი ქათამი
1 თავი ხახვი
1 ცალი სტაფილო
2 კბილი ნიორი
ცოტაოდენი ბრინჯი
კამა, ოხრახუში
მარილი
მომზადება
ქათამი დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად. დავასხათ წყალი და დავდგათ მოსახარშად. პერიოდულად მოვხადოთ ქაფი.
მოხარშვამდე ცოტა ხნით ადრე ჩავაგდოთ 1 მთლიანი ხახვი, ჩავაჭრათ 1 ცალი სტაფილო საშალო ზომის ნაჭრებად, ჩავუმატოთ ცოტაოდენი ბრინჯი, ჩავაგდოთ 2 კბილი ნიორი, ჩავაჭრათ მწვანილი და გემოვნებისამებრ ვუქნათ მარილი.
როცა ბრინჯი მოიხარშება, კერძი მზად არის. გემრიელად მიირთვით!