რატი იონათამიშვილი: ძალიან მარტივია, როდესაც თან შვედეთის წარმომადგენელი ხარ და თან სხვა ქვეყანაში ითხოვ არეულობას - საზოგადოება ხედავს ვის რა მიზნები ამოძრავებს

რატი იონათამიშვილი: ძალიან მარტივია, როდესაც თან შვედეთის წარმომადგენელი ხარ და თან სხვა ქვეყანაში ითხოვ არეულობას - საზოგადოება ხედავს ვის რა მიზნები ამოძრავებს

ჩვენ სულ ცოტა ხნის წინ ვნახეთ ერთ-ერთი შვედი დეპუტატის განცხადებები, რომელიც საქართველოში მოუწოდებდა მაიდანისკენ. ძალიან მარტივია, როდესაც თან შვედეთის წარმომადგენელი ხარ და თან სხვა ქვეყანაში ითხოვ არეულობას და ფაქტობრივად სისხლისღვრას, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა.

„შესაბამისად, როდესაც ასეთი განცხადებები კეთდება, რა თქმა უნდა ჩვენ აღარ უნდა გაგვიკვირდეს, მაგრამ ესეც ძალიან კარგია იმ მხრივ, რომ საზოგადოება ხედავს ვის რა ინტერესები აქვს და ვის რა მიზნები ამოძრავებს“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.

„ქრონიკა“ დაინტერესდა იღებს თუ არა შვედეთის საელჩო პასუხისმგებლობას „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ გავრცელებულ დეზინფორმაციაზე. ცნობილია, რომ დიპლომატიური წარმომადგენლობა ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი დონორია. შვედეთის საელჩოში აცხადებენ, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების განუყოფელი ნაწილია.