აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ომი უკრაინაში უნდა გაჩერდეს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
„ჩვენ ძალიან რთული სამუშაოს გაწევა მოგვიწევს რუსეთსა და უკრაინასთან. ის [ომი] უნდა გაჩერდეს. რუსეთი და უკრაინა უნდა გაჩერდნენ“, - ციტირებს CNN-ი ტრამპს.
ტრამპის თქმით, მისი ადმინისტრაცია ფოკუსირებული იქნება რუსეთ-უკრაინის ომზე. მან აგრეთვე მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ ომში ადამიანები იღუპებიან, „იქნებიან ისინი ჯარისკაცები, თუ ადამიანები, რომლებიც ქალაქებში იმყოფებიან“.