მეგობარი როცა გყავს პატივი უნდა გცეს, შეიძლება მეგობარი გეგონოს, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ეს ხალხი ბრძანებების გასაცემადაა, - განაცხადა ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანიმ გადაცემაში „იმედი LIVE“.
„აქ პარლამენტარები ლაპარაკობენ სანქციებზე, ზომებზე, რომ გაიყინოს ურთიერთობები საქართველოსთან და ევროპარლამენტი პარლამენტი ძალიან არასწორი გზით მიდის. როდესაც რაღაც მოხდა და როდესაც ევროპულ უმრავლესობას ეს არ სურს, განცხადებაა რომ სანქციები უნდა განვახორციელოთ და დავუწესოთ, პოლიტიკა უნდა შევცვალოთ. ამიტომ მეშინია ამ დებატების. ეს არ იყო დებატები, ეს იყო განსჯა საქართველოს ხალხის წინააღმდეგ, რომელმაც ისეთი არჩევანი გააკეთა, რომელიც მათ არ სურდათ“, - აღნიშნა ტიერი მარიანიმ.