დენზელ ვაშინგტონმა ავსტრალიის Today-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ის მონაწილეობას მარველის ფილმ „შავ პანტერაში“ მიიღებს და ეს მისთვის პენსიაზე გასვლამდე ერთ-ერთი ბოლო ფილმი იქნება. ამის შესახებ CNN წერს.
„არ ვიცი კიდევ რამდენ ფილმში მივიღებ მონაწილეობას. სავარაუდოდ, ბევრში - არა. მინდა ისეთი რაღაცები ვაკეთო, რაც აქამდე არ გამიკეთებია“, - განაცხადა ვაშინგტონმა.
ოსკაროსანმა მსახიობმა ისაუბრა ბროდვეის წარმოდგენაზეც, სადაც ის შექსპირის ნაწარმოებ „ოტელოში“ თამაშობს.
„ამის შემდეგ ჰანიბალს ვითამაშებ. შემდეგ ერთ ფილმზე მაქვს მოლაპარაკება სტივ მაქქვინთან. შემდეგ კი რაიან ქუგლერი „შავ პანტერაში“ როლს ჩემთვისაც წერს“, - აღნიშნა ვაშინგტინმა.
აღსანიშნავია, რომ Marvel-ს „შავი პანტერას“ ახალი ფილმის გამოსვლა ჯერ არ დაუანონსებია.