“ოსკარის“ ნომინანტმა, ცნობილმა მსახიობმა – ხავიერ ბარდემმა აგენტი 007–ის, იგივე “ჯეიმს ბონდის“ ახალი სერიის რეჟისორისგან შეთავაზება მიიღო. მთავარ როლზე ფილმში წარდგენილია დენიელ ქრეიგი, ხოლო ბარდემს შესაძლოა ბოროტმოქმედის როლი შესთავაზონ.
კინოკრიტიკოსები აქედანვე მიიჩნევენ, რომ ბარდემი ნიჭიერი მსახიობია და იგი თავისუფლად შესძლებს ბოროტმოქმედის როლის შესრულებას. გავიხსენოთ ანტონ ჩიგურას ფილმი “ხანდაზმულები არ დაიშვებიან“, სადაც მსახიობმა მსგავს ამოცანას ძალზედ კარგად გაართვა თავი.
გარდა “ჯეიმს ბონდისა“ მსახიობს ასევე შესთავაზეს ბოროტმოქმედის როლი ფილმში “უოლ-სთრიტ 2“, მაგრამ ხავიერმა უარი განაცხადა მასზე. აქვე გეტყვით, რომ რეჟისორი – სემ მენდესი “ბონდის“ ახალი სერიის გადაღებას გაზაფხულზე დაიწყებს. ჯუდი დენჩი კვლავ აგენტ 007-ის უფროსად მოგვევლინება. როგორც რეჟისორი ამბობს, ფილმი 2012 წლის 9 ნოემბერს გამოვა კინოეკრანებზე.