ნინო წილოსანი: „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლის ხმები გადაიტანეს გახარიას და „ლელოს“ კალათაში, ამ ეტაპზე, გარე პატრონები განსაკუთრებულ აქცენტს მათზე აკეთებენ, დიდი ალბათობით მათ დაუკვეთენ პარლამენტში შემოსვლას

ნინო წილოსანი: „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლის ხმები გადაიტანეს გახარიას და „ლელოს“ კალათაში, ამ ეტაპზე, გარე პატრონები განსაკუთრებულ აქცენტს მათზე აკეთებენ, დიდი ალბათობით მათ დაუკვეთენ პარლამენტში შემოსვლას

ყურადღება მინდა გავამახვილო, კრებსითინაციონალური მოძრაობისოთხი პარტიიდან ორის მხრიდან მანდატების დათმობასთან დაკავშირებით გაკეთებულ განაცხადზე, ხოლოლელოსდაგახარიასამასთან დაკავშირებით დუმილზე - აქაც კონკრეტული მიზნობრიობაა ჩადებული, ეს არის გარე პატრონების დაკვეთა დანაციონალური მოძრაობისგარკვეული რებრენდინგი, რომლითაც მათ, „ნაციონალური მოძრაობაჯერ თავად შიგნიდან დაყვეს ვითომ ძველ და ახალნაცებად“, -  ამის შესახებქართული ოცნებისდეპუტატმა, ნინო წილოსანმა, „იმედისეთერში განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობისამომრჩევლის ხმები გადანაწილდა როგორც პარტიაახალზე“, ისეგახარიასადალელოზე“, გარე პატრონები კი, განსაკუთრებულ აქცენტს სწორედ ამ ორ პარტიაზე აკეთებენ, რომლებსაც, დიდი ალბათობით, პარლამენტში შესვლასაც დაუკვეთენ.

იმედია არავის ეპარება ეჭვი, რომ ერთი სისტემის ნაწილი არიან, ფორმალურადაც არ განსხვავდებიან ერთმანეთისგან. სწორედახლების  შემთხვევაში, მთელი მათი საარჩევნო, ფინანსური, ყველანაირი რესურსინაციონალური მოძრაობიდანგადაიტანესახლებზე“ - ახალნაცებზედა დავინახეთ კიდეც, როგორ გაიყო ხმები. მაგრამ ამავდროულად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომნაციონალური მოძრაობისამომრჩევლის ხმები ასევე გადაიტანესგახარიასდალელოსკალათაში, იმიტომ, რომ ეს პარტიები რომლებიც ყველანაირი კვლევით, მათ შორის, არჩევნების დღის მონაცემებითაც, ვერ ლახავდნენ ბარიერს, უკვე ბარიერგადალახულები აღმოჩნდნენ. უკვე ეს ორი პარტიაა, რომლებზეც გარე პატრონები განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებენ და დიდი ალბათობით, მათ დაუკვეთავენ პარლამენტში შემოსვლას და უკვენაციონალური მოძრაობისძველ კონფიგურაციას გადადებენ გვერდით.“ -  აღნიშნა ნინო წილოსანმა.

მისივე განცხადებით, გარედან მიღებული დირექტივის თანახმად, „ნაციონალური მოძრაობაუნდა გაქრეს პოლიტიკური ველიდან, თუმცა, „გახარიასდალელოსსახით ძველინაციონალური მოძრაობაიდენტური პოლიტიკური პარტიებით ჩანაცვლდება.

 

როგორც გარედან მიღებული დირექტივა არის, „ნაციონალური მოძრაობაფაქტობრივად, სრულად უნდა აღიგავოს ამ ველიდან, იმიტომ, რომ ძალიან წამგებიანი ბრენდინგიანაციონალური მოძრაობადა 5-იანი, რომელსაც თავად, ძალიან ხშირად შეეცადნენ ამ სიმბოლოებისთვის აერიდებინათ თავი, რაც წარმოუდგენელი გახდა, იმიტომ, რომ ერთი და იგივე ადამიანები ტრიალებენ ამ პარტიებში, ამიტომ, ძირითადი აქცენტი გადატანილი იქნებაგახარიასადალელოზე“. შესაძლოა, მასა პირდაპირ დავალებად ამ ყველაფერს არ იღებს და ისინი უბრალოდ მიუყვებიან ერთი-ორი ლიდერი ადამიანის მოწოდებას და ფაქტობრივად, თვითლიკვიდაციისკენ მიდიან, მაგრამ რა თქმა უნდა, ამ პარტიაში არიან ადამიანები, რომლებიც პირდაპირ იღებენ დავალებებს და თავიანთი ხელით მიჰყავთნაციონალური მოძრაობათვითლიკვიდაციისკენ და თავადვე ჩამოშორდებიან ამ პროცესით პოლიტიკურ ველს, თუმცა, ამ პოლიტიკურ ველს უთმობენ შინაარსით იგივე, იდენტურნაციონალურ მოძრაობას“, ერთგვარად უნდა შევაქოთ მათი პატრონები - 2028 წლისთვის გარკვეულწილად მიზანს მიაღწიეს.“ - განაცხადა ნინო წილოსანმა.