დედოფალ ელიზაბეტისა და პრინც ფილიპის საქორწინო ტორტის ნაჭერი, 77 წლის შემდეგ აუქციონზე 2 800 დოლარად გაიყიდა

დედოფალ ელიზაბეტისა და პრინც ფილიპის საქორწინო ტორტის ნაჭერი, 77 წლის შემდეგ აუქციონზე 2 800 დოლარად გაიყიდა

დედოფალ ელიზაბეტისა და პრინც ფილიპის საქორწინო ტორტის ნაჭერი, 77 წლის შემდეგ აუქციონზე 2 800 დოლარად გაიყიდა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ტორტმა, რომელიც უკვე არც ისე კარგად გამოიყურება, თითქმის რვა დეკადას გაუძლო. ის 1947 წლის 20 ნოემბრისთვის შეიქმნა.

ნაჭერი დღემდე იმ პატარა ყუთშია შენახული, რომლითაც ის ბუკინგემის სასახლიდან მარიონ პოლსონს ედინბურგის სასახლის დიასახლისს გაუგზავნეს.