ათობით პროპალესტინელი რადიკალი ორშაბათს საღამოს ამსტერდამის ქუჩებში გამოვიდა. მათ დააზიანეს ავტომობილები, ველოსიპედები, ტრამვაი, - იუწყება DW.
ისინი ავტომობილებსა და ტრანსპორტს პეტარდებს ესროდნენ და ანტისემიტურ და პროპალესტინურ ლოზუნგებს გაჰყვიროდნენ. ბევრი მათგანი მოტოროლერებით გადაადგილდებოდა.
რადიკალებმა ასევე ტრამვაი დააზიანეს, ჩაამსხვრიეს ფანჯრები, შეაგდეს პეტარდები და ცდილობდნენ მის გადაწვას. მგზავრები გადარჩნენ. დაზარალებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, არიან დაკავებულები.
ცნობისთვის, 8 ნოემბერს ევროპის ლიგის ფარგლებში ნიდერლანდურ კლუბ „აიაქსსა“ და თელ-ავივის „მაკაბის“ შორის გამართული საფეხბურთო მატჩის შემდეგ ამსტერდამში არეულობა დაიწყო. ადამიანები, რომლებიც პალესტინურ ლოზუნგებს ყვიროდნენ „მაკაბის“ საგულშემატკივროდ ჩასულ ისრაელის მოქალაქეებს თავს დაესხნენ. ათი ადამიანი საავადმყოფოში გადაყვანეს, კიდევ სამი დაკარგულად ითვლება.
ამსტერდამის მერმა ფემკე ჰალსემმა განაცხადა, რომ ეს არის ანტისემიტიზმის „აფეთქება“ და მსგავსი რამ დიდი ხანია არ მომხდარა. ევროპელმა და მსოფლიო ლიდერებმა აღნიშნეს, რომ თავდასხმები ებრაელებზე ახსენებთ მათ ისტორიის ყველაზე შავბნელ პერიოდს. 10 ნოემბერს ამსტერდამში ჩატარდა კიდევ ერთი პროპალესტინური მიტინგი, რომლის დროსაც პოლიციამ ათობით ადამიანი დააკავა.