AP: კუბაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

AP: კუბაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

კუბაში 6,8 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ბართოლომე მასოდან 40 კილომეტრში მდებარეობდა. მიწისქვეშა ბიძგები კუბის მთელ აღმოსავლეთ სანაპიროზე იგრძნობოდა, მათ შორის ისეთ დიდ ქალაქებში, როგორიცაა სანტიაგო დე კუბა, ოლგინი და გუანტანამო.

„უნდა გენახათ, თუ როგორ მოძრაობდა ყველაფერი, კედლები და ასე შემდეგ“, - განუცხადა ერთ-ერთმა კუბელმა Associated Press-ს.

გარდაცვლილთა და დაშავებულთა შესახებ ცნობები ჯერჯერობით არ ვრცელდება. ასევე უცნობია, თუ რა ზარალი მიადგა კუბას ამ სტიქიური მოვლენის დროს.

ადგილობრივი სინოპტიკოსების თქმით, მიწისძვრა, შესაძლოა, გამოწვეული იყოს ქარიშხლებით, რომელიც კუბას ოქტომბერში და ნოემბერში დაატყდა თავს.