Star Wars-ის ახალ ტრილოგიაზე X-Men-ის რეჟისორი, საიმონ კინბერგი იმუშავებს

Star Wars-ის ახალ ტრილოგიაზე X-Men-ის რეჟისორი, საიმონ კინბერგი იმუშავებს

X-Men-ის ფილმების პროდიუსერი და რეჟისორი, საიმონ კინბერგი, შორეულ გალაქტიკებში მოგზაურობისთვის ემზადება.

Lucasfilm, ჯორჯ ლუკასის მიერ დაფუძნებული კინოპროდუქციის სტუდია, ვარსკვლავური ომების ახალ ტრილოგიაზე მუშაობს, რომლის სცენარისტისა და პროდიუსერის ამპლუაში კინბერგი შეირჩა. ვარსკვლავური ომების ორიგინალი, ცხრანაწილიანი საგა 2019 წელს Star Wars: The Rise of Skywalker-ით დასრულდა, რომელშიც მთავარ როლებს ადამ დრაივერი, ოსკარ აიზეკი და დეიზი რიდლი ასრულებდნენ. ახალი ტრილოგიის სიუჟეტზე ჯერჯერობით არაფერია ცნობილი, თუმცა Lucasfilms-მა უარყო ის მოსაზრება, რომ ფილმები ჯორჯ ლუკასის სცენარს მიჰყვებიან.

Lucasfilm ახლაც იღებს ვარსკვლავურ ომებზე დაფუძნებულ რამდენიმე პროექტს — ამ ფილმებზე ჯეიმს მანგოლდი, შარმინ ობეიდ-შინოი, ტაიკა ვაიტიტი და დონალდ გლოვერი მუშაობენ. ჯერჯერობით უცნობია, ამ ნამუშევრებიდან დიდ ეკრანებზე პირველად რომელს ვიხილავთ.