„ლელოს“ წევრი გიორგი სიორიძე, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ყოფილი წევრის ბრალდებებზე: ეს იყო ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი, რომელიც ხდება ყველა პარტიაში არჩევნების დროს

„ლელოს“ წევრი გიორგი სიორიძე, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ყოფილი წევრის ბრალდებებზე: ეს იყო ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი, რომელიც ხდება ყველა პარტიაში არჩევნების დროს

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ყოფილი წევრის მიერ სოციალურ ქსელში პარტიიდან მიღებული დირექტივების გასაჯაროების შემდეგ, მითითებების გამცემი გიორგი სიორიძე, რომელიც „ლელოს“ წარმომადგენელია ცესკოში, ბრალდებებს უარყოფს.

„საერთოდ აცდენილი ყველანაირ რეალობასთან. დეზინფორმაცია არის ცარიელი. ეს იყო ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი, რომელიც ხდება ყველა პარტიაში არჩევნების დროს“, - განაცხადა ცესკოში „ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა გიორგი სიორიძემ.

საერთო ჩატის მიმოწერებს და ამის დამადასტურებელ სქრინებს სერიოზულად არ აღიქვამენ ხაზარაძის პარტიაში.

„რა აქვს მხედველობაში არ ვიცი, რა მტკიცებულებებზე საუბრობს არ ვიცი. საერთოდ მთლიანობაში მგონია გამოგონილი ისტორია“, - განაცხადა „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა ლანა გალდავამ.

ცნობისთვის, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ყოფილმა წევრმა, თამარ შიოლაშვილმა სოციალურ ქსელში პარტიიდან მიღებული დირექტივების სქრინები გამოაქვეყნა. კოალიციის საერთო ჩატის მიმოწერიდან ჩანს, რომ პარტია საოლქო კომისიის წევრებს კონკრეტულ დავალებებს აძლევს. მაგალითად, სასწრაფო დირექტივა, რომელიც როგორც მიმოწერებიდან ჩანს, გავლილია პარტიაშიც, ეხება იმას, რომ საოლქო კომისიის წევრებმა ხელი არ უნდა მოაწერონ ოქმებს. თამარ შიოლაშვილმა გუშინ ხაზარაძის კოალიცია „ძლიერი საქართველო“ და პარტიისგან კომისიის წევრის სტატუსიც დატოვა. მიზეზად- მითითებები და დირექტივები დაასახელა, რაც მისი თქმით, არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს და მორალს.

მერაბ.g ტყუის ეს ჩათლახი! პარტიების წარმომადგენლები ცესკოში უნდა იყვნენ აპოლიტიკურები და ამაზე მათ ხელი აქვთ მოწერილი! და როცა პარტიის წარმომადგენელი პარტიის დავალებით ხელს არ აწერს, არ ესწრება, ეს კანონდარღვევაა! თუ მართლები არიან, რატომ ღია წესით საჯაროდ არ მოუწოდეს წარმომადგენლებს?
3 კვირის უკან