ილონ მასკს საავტორო უფლებების დარღვევისთვის უჩივლეს

ილონ მასკს საავტორო უფლებების დარღვევისთვის უჩივლეს

Alcon Entertainment ილონ მასკის Tesla-ს საავტორო უფლებების დარღვევისთვის უჩივის და ამტკიცებს, რომ მასკმა 2017 წლის სამეცნიერო-ფანტასტიკური ფილმიდან, Blade Runner 2049, სურათები მწარმოებელი კომპანიის ნებართვის გარეშე გამოიყენა.

სარჩელის თანახმად, რომელიც აშშ-ს რაიონულ სასამართლოში დღეს შევიდა, ალკონი ამტკიცებს, რომ Tesla-მ, ნებართვის გარეშე, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით მათი ფოტოების მიხედვით ახალი ვიზუალები შექმნა. ვიზუალები კი, Cybercab-ის გახსნისთვის გამოიყენა.

Cybercab-ის ღონისძიებამდე ერთი დღით ადრე, Telsa-მ ალკონს სთხოვა ნებართვა, გამოეყენებინათ სურათები ფილმიდან. ალკონის წარმომადგენლებმა მასკთან თანამშრომლობაზე უარი თქვეს, რადგან მათი აზრით მასკი პრობლემურია და მასთან ურთიერთობა არ სურთ.

"ნებისმიერმა გონივრულმა ბრენდმა, რომელიც აპირებს Tesla-სთან რაიმე სახის პარტნიორობას, უნდა გაითვალისწინოს, მათ მოუწევთ მასკის უაღრესად პოლიტიზებული, კაპრიზული და თვითნებური ქცევის მოთმენა. ის ზოგჯერ სიძულვილის ენაზეც გადადის" — წერენ ადვოკატები საჩივარში

ალკონის ადვოკატები ამტკიცებენ, რომ მას შემდეგ რაც კომპანიამ უარი უთხრა 10 ოქტომბრის ღონისძიებისთვის სურათების გამოყენებაზე, მასკმა ფოტოები ესკიზად გამოიყენა და ხელოვნური ინტელექტის დახმარებით Blade Runner 2049-ის მსგავსი სურათების შექმნა.

X-ზე ლაივ სტრიმინგის დროს მასკმა Blade Runner ახსენა და თქვა, რომ ფილმის ბნელ და დისტოპიურ ხედვას ხელოვნური ინტელექტის მიმართ არ იზიარებს.

ცნობისთვის, მასკი შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, აქტიური მხარდამჭერია. გასულ თვეში ტრამპმა თქვა, რომ მასკს თავისი ადგილი ექნება მის ადმინისტრაციაში "ბიუროკრატიული არაეფექტურობის გასასუფთავებლად".

"ცხადია, როცა კომპანია, ან მისი დირექტორები არ ეთანხმებიან მასკის უკიდურეს პოლიტიკურ და სოციალურ შეხედულებებს, ტესლასთან საერთო ბრენდის ქონა ჩვენთვის კიდევ უფრო მწვავე საკითხია" — აცხადებს Alcon-ის წარმომადგენელი.