მადრიდში, დაჯილდოების ტრადიციულ ცერემონიაზე წლის 50 საუკეთესო ბარი დაასახელეს, რომელიც ასოციაციამ World’s 50 Best შეადგინა.
გამარჯვებულად დასახელდა ბარი Handshake Speakeasy, რომელიც მეხიკოში მდებარეობს და „მშრალი კანონის“ ეპოქის სტილშია გაფორმებული, შავი და ოქროსფერი ხავერდოვანი კედლებით. ბარმა სახელი გაითქვა უცვლელი სტუმართმოყვარეობითა და ორიგინალური კოქტეილებით, რომლებსაც ბარმენი ერიკ ვან ბიკი ქმნის.
მეორე ადგილზე ჰონგ-კონგში მდებარე იტალიური ბარი Bar Leone გავიდა, რომლის ინტერიერიც ტრადიციული რომაული დაწესებულების სტილშია გაფორმებული.
მესამე ადგილზე კი შარშანდელი გამარჯვებული Sips-ი მოხვდა, რომელიც ბარსელონაშია გახსნილი.