ბრიტანეთის შსს-მ დათუნია პადინგტონს პასპორტი მიანიჭა

ბრიტანეთის შსს-მ დათუნია პადინგტონს პასპორტი მიანიჭა

დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დათუნია პადინგტონს პასპორტი მიანიჭა. როგორც The Guardian-ი წერს, ის პირველი გამოგონილი პერსონაჟია, ვინც ასეთი საბუთი მიიღო.

ფილმის „პადინგტონის თავგადასავლები 3“ პროდიუსერმა განმარტა, რომ სურათის გადამღებმა ჯგუფმა უწყებას კითხვით მიმართა, შესაძლებელია თუ არა ასეთი საბუთის მიღება, შსს-ში კი ის დაამზადეს. პირადობის მოწმობაში მითითებულია, რომ პადინგტონ ბრაუნი დათვია, იქვეა მისი ფოტოც.

დათუნია პადინგტონის უკვე 60 წელზე მეტია ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი პერსონაჟია. მაიკლ ბონდის წიგნის სიუჟეტის მიხედვით, ის ლონდონში პერუდან მოხვდა. სერიის მესამე ფილმში, რომელიც ეკრანებზე ნოემბრის დასაწყისში გამოვა, პადინგტონი სწორედ თავის სამშობლოში გაემგზავრება.