ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო, რომელშიც ევროკავშირს მოუწოდა, დაასრულოს აზერბაიჯანულ გაზზე დამოკიდებულება

ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო, რომელშიც ევროკავშირს მოუწოდა, დაასრულოს აზერბაიჯანულ გაზზე დამოკიდებულება

ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო, რომელშიც ევროკავშირს მოუწოდა, დაასრულოს აზერბაიჯანულ გაზზე დამოკიდებულება.

მიღებულ რეზოლუციაში ევროპარლამენტარები კატეგორიულად გმობენ აზერბაიჯანის მიერ აქტივისტების, ჟურნალისტების, ოპოზიციის ლიდერების და სხვების, მათ შორის, ევროკავშირის მოქალაქეების, შიდა და ექსტრატერიტორიულ რეპრესიებს.

ევროპარლამენტარები აცხადებრნ, რომ აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების დარღვევა შეუთავსებელია კლიმატის კონფერენციის მასპინძლობასთან და მოუწოდებენ ევროკავშირის ლიდერებს, გამოიყენონ შეკრება, როგორც შესაძლებლობა, ისაუბრონ ამ საკითხებზე.

ევროპარლამენტი ასევე მოუწოდებს აზერბაიჯანის მთავრობას, შეწყვიტოს რეპრესიები აზერბაიჯანში და მის ფარგლებს გარეთ, გაათავისუფლოს თვითნებურად დაკავებული ყველა პირი და მოხსნას ყველა პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდება.

თომა სულ გამოყლევდნენ ესენი! ( ბოდიში ბილწსიტყვობისთვის)
1 თვის უკან